30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში COVID-19-ზე 21 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან - პაციენტები გუშინ გერმანიიდან დაბრუნდნენ

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში COVID-19-ზე 21 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, მათ ნაწილი გუშინ საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან.

სამედიცინო დაწესებულების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ყველა ანალიზი უარყოფითია. ამ დროისათვის კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

"ჩვენს კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს. გუშინ გავაგზავნეთ 30 ადამიანის ანალიზი და ყველა უარყოფითი მოვიდა. დღეს 21 ისევ გავაგზავნეთ და აქედან 7 არის აეროპორტის შემთხვევა. მოგეხსენებათ გუშინ ბერლინის თვითმფრინავი დაჯდა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, მარეხი ბექაიამ.

დღის ამბები