30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 13 წლის მოზარდი მოათავსეს

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებს კიდევ ერთი 13 წლის ბავშვი დაემატა, რომელის მდგომარეობაც სტაბილურია.  

"დღეს, ჩვენს კლინიკაში 38 ინფიცირებული წევს, შემოგვემატა 1 ბავშვი, რომელიც 13 წლის არის, ის კორონავირუსით არის ინფიცირებული. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის პედიატრებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

იმ ქალბატონების მდგომარეობა, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, მკვეთრდა დადებითია. 

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც "რომანოების კლასტერიდან" არის, რამდენიმე წუთის წინ მე გავსინჯე და მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამის გათვალისწინებით, მისი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა რამდენიმე საათში იგეგმება. 

ჩვენ ასევე გვყავს ორსული, რომელიც 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დადებითია და ის ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება. 

რაც შეეხება, მეორე 19 წლის ორსულს, ისიც და მისი ნაყოფიც ფიზიოლოგიურ პარამენტრებშია​

ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს," - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

 

 

დღის ამბები