30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ვირუსი ქალის გარდაცვალების მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო - ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა, COVID-19-ით გარდაცვლილი ქალის საავადმყოფოში შეყვანამდე არსებულ მდგომარეობასა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზები განმარტა. 

"გარდაცვლილი ქალბატონი ჩვენს კლინიკაში 31 მარტს შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის წითელი ზონიდან. ის შემოყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მას აღენიშნებოდა მკვეთრი წონის დეფიციტი. ჰქონდა გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. ბოლო 10 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ხველა და ამის გამო მიმართა მან კლინიკას. ჩვენთან შემოსვლის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. გამოკვლევის შედეგად, მას დაუდგინდა ფილტვის ჩაჩუტვა. ამის შემდეგ ჩატარდა ყველა პროცედურა, რაც მას სჭირდებოდა. ქალბატონთან ასევე დაფიქსირდა 24 განდევნის ფრაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გულსისხლძარღვთა სისტემა დეკომპენსირებული იყო, ანუ, მისი გულის ფუნქცია არ არსებობდა. ამ ყველაფერთან ერთად მასთან მწვავე სეფსისი დაფიქსირდა, შემდეგ კი ის კრიტიკული მედიცინის დეპატრტამენტში გადავიყვანეთ. 

მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტთან სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა მხოლოდ 72 საათით და ამ დილით დაფიქსირდა მისი ბიოლოგიური სიკვდილი. 

პაციენტის წონა მკვეთრად დეფიციტური იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ მასთან კუნთოვანი სისტემა აღარ არსებობდა. ამ შემთხვევაში კი ვირუსი ეს იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი,"- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები