30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, თუ დადასტურდა შესაბამის ზომებს მივიღებთ - გახარია პრემიების გაცემაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს.

"მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, მე მესმის რომ ეს ადამიანები შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID-19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა, თუ დადასტურდა შესაბამის ზომებს მივიღებთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ როცა ქვეყანა საგანგებო რეჟიმზეა გადასული და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში თანხების მობილიზება ხდება, ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემიები გასცა. 

დღის ამბები