ინდოეთის ქალაქ რაიპურში პანდემიის დროს გაჩენილ ტყუპებს, სახელად კოვიდი და კორონა დაარქვეს. ტყუპების მშობლების თქმით ეს სახელები მათ ყოველთვის შეახსენებს, თუ როგორი გამოწვევის წინაშე იდგა ამ დროს ინდოეთი და მთელი მსოფლიო.
ცნობისთვის, ინდოეთში 1,3 მილიარდი ადამიანი კარანტინში იმყოფება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 3 ათას გადასცდა.