30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
სამოქალაქო სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი - კახელი მეყვავილე,  რომელსაც მთელი საქართველო ეხმარება

იყიდეთ ტიტები ვირტუალურად - კახელ მეყვავილეს, რომელსაც ბაზარში გასაყიდი ტიტები უფუჭდება უკვე მთელი საქართველო ეხმარება.

63 წლის კაკო ჯეირანაშვილი შემოსავლის გარეშე რჩებოდა, თუმცა ერთ დღეში მას სამჯერ მეტი შემოსავალი გაუჩნდა. 

სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიით და ადამიანების ერთობით კაკოს ანგარიშზე ამ დროისთვის 7000 ლარზე მეტი მოგროვდა. 

საქმიანობა რამდენიმე წლის წინ ნაჩუქარი 100 ნერგით დაიწყო. ახლა მის ბაღში 5000-მდე წითელი ტიტა ყვავის. უმეტესწილად თავად უვლის, დღეში 10-15 ჯერ აკითხავს. 

ულამაზესი ბაღი და სამოქალაქო სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში.
"კურიერის" რეპორტაჟი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგიდან

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი
 


დღის ამბები