30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვნები ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ამხილეს.

უწყების ცნობით, ძმებმა 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები