საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ვირუსის სიმპტომით კლინიკაში მოქალაქეები გუშინ შევიდნენ.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ. რაც შეეხება ინფიცირებულ 2 პაციენტს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას განაგრძობენ.