30 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწრაფო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა - განცხადება ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ამირან გოგიტიძის თქმით, ინფიცირებული ექიმი 31 მარტის შემდეგ გამოძახებაზე არ ყოფილა. თუმცა, მანამდე გამოძახებაზე სპეცეკიპირებით იყო, შესაბამისად, პაციენტების ინფიცირების შანსი მინიმალურია.

ამირან გოგიტიძის განმარტებით, ინფიცირებული ექიმის მეუღლე ეროვნულ ბანკში მუშაობდა და ვირუსი სწორედ მისგან გადაედო.

"კურიერის" ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთლიანი შემადგენლობა თვითიზოლაციაშია გადასული. ასევე, უკვე დადგენილია იმ კონტაქტების სია, ვისთანაც ექიმს ბოლო დღეების განმავლობაში შეხება ჰქონდა.

დღის ამბები