30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს აღებული 16 პაციენტის ტესტის პასუხები COVID-19-ზე უარყოფითია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, ანალიზი აღებული აქვს კიდევ 8 პაციენტს, რომელთა შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე კვლავ 27 გამოჯანმრთელებული პაციენტია. 

"როგორც დილას მოგახსენეთ, 148 დადასტურებული შემთხვევა რჩება აქამდე. ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტები და აქედან უარყოფითია ყველა. არ შეგვმატებია. როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით, შემატებული არ არის დადასტურებული რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევის პროცესი. ჩვენთან მეორე ეტაპი დაიწყო უკვე, დილის მერე კიდევ არის აღებული დაახლოებით 8 პაციენტზე ტესტირება, რომლის პასუხი გვექნება გვიან. ალბათ მონაცემები დილისთვის გვეცოდინება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები