30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გერმანიის კანცლერი პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება

კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გერმანიის კანცლერი პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება. დღეს ანგელა მერკელმა ბერლინში მდებარე სახლი პირველად დატოვა. 

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 85,903 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 1,017 ადამიანი, მათგან 15 კორონავირუსს ბოლო 24 საათში ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკურ მონაცემებს, ქვეყანაში COVID-19-გან 22,440 პაციენტი განიკურნა.

"ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვალების 1,017 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გუშინდელი დღის შემდეგ 145-ით გაიზარდა. ვვარაუდობთ, რომ მონაცემები კიდევ გაიზრდება, ეს ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო. მონაცემები, რომლებზეც ვსაუბრობ, განეკუთვნება ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს, თუმცა ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი გაცილებით მეტია,“ - განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლოთარ ვაილერმა

დღის ამბები