პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალი გახსნა. საველე ჰოსპიტალი ორ კვირაში მოეწყო და ამჟამად ის ყველაზე დიდი სამკურნალო დაწესებულებაა.
საავადმყოფო 4000-მდე საწოლით, 500-მდე სასუნთქი აპარატითა და ჟანგბადის სისტემით არის აღჭურვილი. პრინცი ჩარლზი კორონავირუსით თავადაც იყო ინფიცირებული.
გაერთიანებულ სამეფოში ვირუსს 3605 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 38 ათასს აღწევს.