30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
საპატრიარქოც ხედავს, რა მდგომარეობაა და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ - კახა კალაძე

"აღდგომამდე ჯერ დრო არის და დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა,"- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით,  როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საპატრიარქოს წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს იმას, რომ ისინიც ხვდებიან,  რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. 

" საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. ისინიც ხედავენ, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ტაძრებში მოქმედი ახალი წესების შესახებ განცხადება გააკეთა. დეკანოზმა განმარტა, რომ სააღდგომო ლიტურგიის შესახებ საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ  ზიარების პრინციპი არ შეიცვლება.

დღის ამბები