30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება

ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება - გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს.

როგორც მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებმა ვითარება გააუმჯობესეს, სენაკის შემთხვევაში კი, მანამ, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ ღონისძიებებს არ გაატარებს, ბაზარი დროებით დაიხურება.

საკოორდინაციო შტაბის სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ასევე განმარტა, რომ რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევათა რაოდენობამ იკლო, ამიტომაც აკრძალვების გამკაცრებაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანას, მხარის რწმუნებულის თქმით, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარების გამო, ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების მკვეთრ შემოდინებას ელიან, რისთვისაც რუხში მდებარე საავადმყოფოს დაჩქარებული წესით ამზადებენ.

დღის ამბები