30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
სასულიერო პირებს მივმართავ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ნუ გააკეთებთ ნაადრევ განცხადებებს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

პატრიარქის პრეს-მდივნის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ არ გადაწყვეტილა, თუ როგორ ჩაატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაღმაიძემ აღნიშნა, მოძღვარმა, რომელმაც საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მრევლის ეკლესიაში დარჩენაზე ისაუბრა, განცხადების გაკეთება იჩქარა.  

"ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ შევძლებთ სააღდგომო ლიტურგიის შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები.

ვითარება ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ ადეკვატური რეაქცია გვქონდეს ამ ყველაფერზე.

ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 9 საათიდან დილის 6-მდე იქნებოდა მრევლი ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიის დროს. მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება, არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან,"- აღნიშნა დღეს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები