30 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის - პატრიარქის 3 ახალი რეკომენდაცია ტაძრის წინამძღვრებს

​კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ტაძრის წინამძღვრებს 3 რეკომენდაცია ეძლევათ. პატრიარქის რეკომენდაციების შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესმდივანი წერს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეტყობინებები დაეგზავნებათ.

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები,"- ნათქვამია საპატრიარქოს პრესმდივნის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები