30 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით მოთვსებული 2 ახალი პაციენტი შიდა გადაცემის ფაქტებს წარმოადგენს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით მოთავსებული 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა შიდა გადაცემის ფაქტებს წარმოადგენს:

"დღევანდელი მდგომარეობით დაემატა 2 ახალი დადასტურებული პაციენტი. ორივე ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ერთი პაციენტია საყურადღებო თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით 3 პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას. ამ ორი პაციენტიდან რუსთავიდან არცერთი არაა წამოყვანილი, თუმცა როგორც ინფორმაცია მაქვს  არ არის შესწავლილი საბოლოოდ მათი გადადების წყარო," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები