30 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. შესაწირი ყუთებიდან წაღებულია თანხა. 

ადგილობრივი მრევლის ინფორმაციით, ეკლესიის გასაღებად მისულ მესანთლეს ტაძარი გატეხილი დახვდა.

ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

დღის ამბები