30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
ბოლოს დაფიქსირებული 2 შემთხვევა ძველი პაციენტების კონტაქტებს წარმოადგენენ - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 40 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან მძიმეა  5-ის მდგომარეობა, რომელთაგანაც 2 კრიტიკულია, თუმცა სტაბილიზაციის ელემენტებით.

ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 2 პირია მოთავსებული. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების კონტაქტებს წარმოადგენენ. მათ საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობა აქვთ.

შეგახსენებთ საქართველში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები