30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
ოკუპირებული გალის რაიონში კარანტინში სამი ადამიანია მოთავსებული

ოკუპირებული გალის რაიონში კარანტინში სამი ადამიანია მოთავსებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრები პირები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 31 მარტს, მოსკოვიდან ფსოუს სასაზღვრო პუნქტის გავლით დაბრუნდნენ.

სამივე მათგანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, რის შემდეგაც ოკუპირებული გალის კულტურის სახლში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არცერთ მათგანს არ აღენიშნება, თუმცა მათ პრევენციის მიზნით, კარანტინში დარჩენა 14 დღით მოუწევთ.

ოკუპირებული გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება 5 დღის წინ მას შემდეგ აიკრძალა, რაც გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს კორონავიურუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები