30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
გაკვეთილები საქართველოდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან და ისლანდიიდან გვიჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია - Foreign Policy

ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოს და ისლანდიის მაგალითები გვიჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია - ამის შესახებ Foreign Policy წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ზოგი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი იყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პატარა ქვეყანა საქართვლომ გამოწვევების წინაშე მდგომი ეკონომიკით შეძლო, მიეღო სერიოზული ზომები თებერვლის ბოლოს - დაიხურა სკოლები, ვირუსზე დიაგნოსტირება კი ფართოდ დაიწყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება ჯერ არ ფიქსირდება.

„ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარა ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა საკითხს. ქვეყანა მიჩვეულია კრიზისს, საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,“ - ამბობს  Foreign Policy-სთან საუბარში  ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

 

დღის ამბები