30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან - იენს სტოლტენბერგი

NATO საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს - ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან. პარტნიორობა მოიცავს მათ შორის წვრთნებს შავი ზღვის სტრატეგიულ რეგიონში, ერთობლივ სამუშაოებს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და საჰაერო მოძრაობის მონაცემების გაზიარებას, რათა საჰაერო სივრცე მეტად უსაფრთხო გახდეს ყველსათვის,"- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე

ინფორმაცია​ NATO-ს ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

დღის ამბები