30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
თაღლითობა შსს-ს სახელით - ძალოვანი უწყება მოსახლეობას ცრუ შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას "UCKEBA-ს" სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს, რომლითაც მოქალაქეებს ჯარიმის სახით თანხის გადახდას ავალდებულებენ. 

"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: "თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები