30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ოდესიდან ბათუმში საქართველოს 44 მოქალაქეს ბორნით დააბრუნებენ

უკრაინის ქალაქ ოდესიდან ბათუმში საქართველოს 44 მოქალაქეს ბორნით დააბრუნებენ. მგზავრთა უმეტესობა უკრაინაში სამუშაოდ და სასწავლებლად იმყოფებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ COVID 19-ის პანდემიის დროს საქართველოში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს გზა სამშობლოში ჩამოსასვლელად 200-მდე ადამიანმა გამოიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში უკვე დაბრუნდა საქართველოს 4 000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

დღის ამბები