30 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 გარდაიცვალა - ეკატერინე ტიკარაძე

​კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მათი უწყება მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ელჩებთან.

"ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე, როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები