30 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
აჭარაში სამი საგუშაგო განთავსდა - მოქალაქეებს ბათუმის შესასვლელში მკაცრად ამოწმებენ

მოქალაქეებს ბათუმის შესასვლელში მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ. ყველა პირი გადის თერმოსკრინინგს. გუშინ დაიწყო ავტომობილების დეზინფექციაც. გარდა ამისა, მოწმდება გადაადგილების დროს მგზავრთა გადაყვანაზე დადგენილი ნორმები.

მოქალაქეების თქმით, პროცედურების გავლა აუცილებელია და ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან.

აჭარაში სულ 3 საგუშაგო განთავსდა, ბათუმის შესასვლელში, სარფში და ხელვაჩაურში. ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეთა მონიტორინგს საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

დღის ამბები