30 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ფატალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ ორჯერ გაიზარდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ მძიმე ფონზე პრიორიტეტი ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა უნდა გახდეს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელმა 936 ათასს გადააჭარბა. დაღუპული კი 47 ათასზე მეტია. კორონავირუსი 194 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა.

"ბოლო 5 კვირის მანძილზე "კოვიდ 19"-ის სწრაფი ზრდის მომსწრეები გავხდით. ვირუსმა თითქმის ყველა ტერიტორია და ქვეყანა მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ 2-ჯერ გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი 50 000-ს მიაღწევს," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსიმ.

დღის ამბები