30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შესულ 8 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შესულ რვა პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.  მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას მალე დატოვებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფექციურში სამი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის საშუალო სიმძიმისაა.

 

დღის ამბები