30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სხვადასხვა დროის ფილმები, რომლებიც ეპიდემიების, პანდემიებისა და ვირუსებთან ბრძოლის შესახებ გადაიღეს

თვითიზოლაციის დროს კინო არის ის, რაც არსებულ რეალობას რაღაც დროით მაინც დაგვავიწყებს. 

სახლის კინოსეანსები აქამდე ნანატრი თავისუფალი დროის საუკეთესოდ გამოყენების შესაძლებლობაა. განსაკუთრებით საინტერესოა ყველა ის ფილმი, რომელიც ეპიდემიების, პანდემიებისა და ვირუსებთან ბრძოლის შესახებ არის. სხვადასხვა ონლაინპლატფორმებმა ეს ფილმები დააჯგუფეს და ასე დაახარისხეს.

"მე ვარ ლეგენდა", მთავარ როლში უილ სმიტი და ალისა ბრაგა. ამბავი დაინფიცირებას სასწაულად გადარჩენილი ცნობილი მეცნიერის რობერტ ნევილის შესახებ არის. დაცარიელებულ ნიუ–იორკში მარტო დარჩენილი ნევილი, იმ ადამიანების ძებნას იწყებს, ვინც ეპიდემიას გადაურჩა.

2011 წელს გადაღებული სტივენ სოდერბერგის "სურათი-ინფიცირება. საათნახევრიანი ამერიკული დრამა თითქმის ზუსტად იმეორებს მოვლენათა განვითარების იმ დინამიკას, რასაც დღეს ვხედავთ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში.

სასიკვდილო ვირუსი სწრაფად ვრცელდება ყველა ქვეყანაში, სამედიცინო საზოგადოება ცდილობს, ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა, რომელიც მთელ მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს. რეკომენდაციებიც იგივეა რაც ახლა "დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცია".

XVI საუკუნის დიდებულთა ქალაქ სევილიაში მოულოდნელად ადამიანთა გვამებს პოულობენ. სევილიელებისთვის ეს სამყაროს დასასრულის დასაწყისის ნიშანია.

2 საათსა და 90 წუთის განმავლობაში მისტიკისა და ფანტასტიკის სამყაროში მოგზაურობა გელით. ტერი გილიამის ფილმი "12 მაიმუნი," ბრიუს უილისის და ბრედ პიტის მონაწილეობით, პანდემიის შესახებ გადაღებული სურათების საუკეთესო ათეულშია და ყველა ეს ფილმი საუკეთესოდ წარმოაჩენს და დაგვაფიქრებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ჟამიანობის შესახებ.

დღის ამბები