30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
StopCov-ის ფონდში უკვე 20 484 841 ლარი ჩაირიცხა

StopCov-ის ფონდში, ამ დროისთვის, 20 მილიონ 484 ათას 841 ლარია ჩარიცხული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფონდი ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელების გამო შეიქმნა. ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს.

ფონდში თანხის გადარიცხვის ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge. აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ იმ კომპანიების სიას, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და აღნიშნულ ფონდში გარკვეული თანხა ჩარიცხეს. 

დღის ამბები