30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სისხლის დონაცია შემცირდა - ჯანდაცვის სამინისტრო საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგაროდ გაღებას სთხოვს

ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, მკვეთრად შემცირდა დონაციების რაოდენობა, კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი, შესაძლოა, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს. შესაბამისად, სამინისტრო სხვა საჯარო დაწესებულებებს მსგავსი აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავს. 

 

 

დღის ამბები