30 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა, მან კარალეთის საგუშაგო მოინახულა. მანამდე კონფლიქტის ზონის სოფლებს ესტუმრა.

ვახტანგ გომელაური ადგილზე შეხვდა პირად შემადგენლობას და მოისმინა მათი საჭიროებებისა და რესურსების შესახებ ინფორმაცია.

მისი განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მდგომარეობა სტაბილურია განვლილ პერიოდში სამართალდარღვევის სულ 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები