30 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ე.წ. კომენდანტის საათის პირველი ღამე - ვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიცია აკონტროლებს

ე.წ. კომენდანტის საათის პირველი ღამე საქართველოში და როგორ იცავენ მოქალაქეები კანონის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს - ვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიცია აკონტროლებს.

სამართალდამცველები მოუწოდებენ ყველას, გაითვალისწინონ შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან რეაგირება დაუყოვნებელი იქნება.

"ღამემ ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში მშვიდად ჩაიარა, იყო მცირე დარღვევები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება. მოქალაქეები კარგად იყვნენ ინფორმირებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების თაობაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დარჩნენ სახლში და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები," - აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

შეგახსენებთ, ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ღამის საათებში გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლებს და ისიც სპეციალური საშვებით. კომენდანტის საათის პერიოდში დაკეტილია სასურსათო მაღაზიები, მუშაობს მხოლოდ აფთიაქები.

 

დღის ამბები