30 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს სავარაუდოდ მხოლოდ 15-მდე სასულიერო პირი დაესწრება

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.

არსებული ინფორმაციით, სპეც-რეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია. წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის წინა დღეს უნდა შესრულდეს.

დღის ამბები