30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 7 არასრულწოვანია

მითი იმის შესახებ, რომ არასრულწოვნები კორონავირუსით არ ავადდებიან, საქართველოში ერთი თვის წინ დაიმსხვრა, როცა ინფექციურ საავადმყოფოში პირველი პატარა პაციენტი შეიყვანეს. 2 წლის ბავშვს COVID-19-ის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ბოქსირებულ განყოფილებაში დაბალი სიცხითა და ყელის ტკივილით გადაიყვანეს. ამ დროისთვის  გამოჯანრთელებული პატარა კლინიკიდან უკვე გაწერეს. ექიმი, რომელმაც ვირუსით ინფიცირებული პირველი მცირეწლოვანი მიიღო, ამბობს, რომ ბავშვებს, ზრდასრულებთან შედარებით, ნაკლები დრო სჭირდებათ ვირუსის დასამარცხებლად. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან  7 არასრულწოვანია. ინფექციის წყარო ყველა მათგანთან ან მოგზაურობის ისტორიას, ან ოჯახის ინფიცირებულ წევრთან კონტაქტს უკავშირდება. ყველაზე პატარა პაციენტი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა,  2 წლისაა, დიდი კი - 16 წლის - ყველა მათგანს  მსუბუქი ფორმით. მოზარდებს მედიკამენტ პლაქვენილის საშუალებით მკურნალობენ

ინფიცირებული არასწრულოვნები თბილისის ორ კლინიკაში მკურნალობენ, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 3 პაციენტი რჩება, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კი ამ დრომდე მკურნალობენ COVID-19-ით ინფიცირებულ 2 არასრუწლოვანს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სპეციალისტები კი ჩინეთის გამოცდილებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საქართველოში ბავშვთა დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის. შემთხვევების 90 პროცენტში დაავადება მსუბუქი ფორმებით ან კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების ინფექციის განვითარება, კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად პროცესი რთულდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, ბავშვი დაავადების პირვეწყარო გახდეს ოჯახის წევრებისთვის, მოხუცებისთვის. ამიტომ ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებისთვის, რომელთაც გრიპის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, პირბადე გამოიყენონ. დაავადება ბავშვებშიც, ხშირ შემთხვევაში, მეშვიდე დღეს მწვავდება.

მცირეწლოვნებში სიკვდილიანობა, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება. ბავშვების ინფიცირება, ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 5 პროცენტია.

დღის ამბები