30 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მუსიკოსების გაერთიანებით და მერიის ინიციატივით პროექტი "უსმინე თბილისს" დაიწყო

"უსმინე თბილისს"- თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის თბილისის მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ცოცხალი კონცერტები ვირტუალურ სივრცეში ყოველდღე, ღამის 10 საათზე მერიის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება.

თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია დისტანციურად შეასრულა. ორკესტრის ხელმძღვანელმა მირიან ხუხუნაიშვილმა წევრებს პარტიტურა ონლაინ ჩამოურიგა და ტელეფონით ჩაწერილი 30-ვე წევრის პარტია ჩაიბარა, გააერთიანა და მსმენელს ამ ფორმით გაუზიარა.

ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონია, რომელსაც კომპოზიტორმა სასიმღერო ტექსტად ფრიდრიხ შილერის ლექსი "სიხარულის ოდა" შეურჩია და სიმფონიასაც ასე დაარქვა.

თვითიზოლაციის დროს შექმნილი მუსიკალური თხზულებები, ექსპერიმენტები, ონლაინ კონცერტები - ყველაფერი დისტანციურად და ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში.

დღის ამბები