30 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი - ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრს მალე დატოვებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცონო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ორივე უარყოფითია.

პაციენტების კლინიკას მალე დატოვებენ.

ამასთან, დღეს კლინიკაში შესულ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვიდზე კი უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში ორი ინფიცირებული პაციენტია. ერთი კი, რამდენიმე დღის წინ გაეწერა.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეა.

დღის ამბები