30 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"მექნება დისკომფორტი, მაგრამ მზად ვარ დავემორჩილო" - 11 საათი სრულ კარანტინამდე

დედაქალაქის მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ გამკაცრებული ზომების პირობებში დისკომფორტი შეექმნებათ, თუმცა მათი თქმით, მსგავსი ზომების მიღება ახლა მნიშვნელოვანია.

მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც "კურიერი“ ესაუბრა, ამბობს, რომ იმ დრო, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ყველა მათგანი დაწესებულ შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს. 

"70 წელს გადაცილებული ვარ, მექნება დისკომფორტი, მაგრამ მზად ვარ დავემორჩილო, აუცილებელია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

"დისკომფორტი არ გვირჩევნია ავადმყოფობას? როცა გვეუბნებიან, დაჯექი რა სახლში," - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ კარანტინის პირობებში, მათი შემოსავლის წყაროს საფრთხე ემუქრება. 

დღის ამბები