30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
გამოვნახავთ კომპრომისს საქართველოს ეკლესიასთან - პრემიერი იმედოვნებს, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ვითარება გაუმჯობესდება

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, ბრიფინგზე პრემიერმა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ სააღდგომის დღესასწაულამდე მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"ჩვენი პასუხისმგებლობაა მოქალაქეების ჯანმრთელობას,დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გამოვნახავთ კომპრომისს საქართველოს ეკლესიასთან. ვერ წარმომიდგენია, როგორც რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მეტად ფასეული რამ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. ხვალიდან ადამიანებს შეეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება.

დღის ამბები