30 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, სადაც COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა

კორონავირუსი მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 724,592 შემთხვევაა. ანუ, თუ ვირუსის გავრცელების ტემპმა არ იკლო, ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მალე მილიონს მიუახლოვდეს.

დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობაა იტალიაში, იქ გარდაცვლილია 10,779 მოქალაქე. 

შემდეგ მოდის ესპანეთი - გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 6,800-ს გასცდა. 

მესამე ადგილზეა გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთი, სადაც დაღუპულია 3,304 ადამიანი, თუმცა ეს მონაცემები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფაქტობრივად უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, რადგან ქვეყანამ ეპიდემიის შეჩერება შეძლო.  

გარდაცვლილთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა საფრანგეთი. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 2,606 ადამიანი.

მეხუთე ადგილზეა ირანი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2,640-ია.

ამერიკა ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზეა, თუმცა ფატალური შემთხვევების რიცხვით მეექვსე ადგილს იკავებს. 

ვირუსი 199 ქვეყანაშია, თუმცა ყველგან არ არის გარდაცვალების ფაქტები. ფატალური შემთხვევები 124 სახელმწიფოში ფიქსირდება.   

ამ დრომდე, 75 ქვეყანაა, სადაც არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ჩამონათვალშია საქართველოც. 

იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალი, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ასეთია: 

ლატვია – 376 ინფიცირებულია და არც ერთი გარდაცვლილი.

სლოვაკეთი – 314 - ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი და არც ერთი ფატალური შემთხვევა.

ქუვეითი – 255 ინფიცირებული  და არც ერთი გარდაცვლილი

ვიეტნამი – 194 დაავადებული და არც ერთი გარდაცვლილი

ომანი – 167 ინფიცირებული და არც ერთი დაღუპული.

ამავე ჩამონათვალშია საქართველო, მალტა, სენეგალი, კამბოჯა, ბელორუსი, ყირგიზეთი, უგანდა, კომბო და ლიბია. 

 

დღის ამბები