30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
კარანტინის მეორე დღე ზუგდიდში და საფრთხის გამო გამკაცრებული ზომები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი დღეს დილიდან გამკაცრდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა გაზრდილი საფრთხის გამო, ბლოკპოსტი ახალ ლოკაციაზე სოფელ ცაცხვთან გადაწია.

სამართალდამცავები დილიდან ამოწმებენ ყველა მოქალაქეს და ავტომობილს, რომლიც ტერიტორიაზე შედის. ახალი წესების მიხედვით რეგიონში გადაადგილების უფლება სამზე მეტ ადამიანს არ აქვს.

უკვე 2 დღეა ბლოკპოსტებია განთავსებული ფოთის შესასვლელებთანაც. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები მგზავრებს ყველა მიმართულებით მკაცრად აკონტროლებენ. ვითარებას ადგილზე სატრანზიტო მიმოსვლა ართულებს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.

საპოლიციო კონტროლის პარალელურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ექიმების ჯგუფი მუშაობს და ისინი ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი დღეს დილიდან გამკაცრდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა გაზრდილი საფრთხის გამო ბლოკპოსტი ახალ ლოკაციაზე სოფელ ცაცხვთან გადაწია.

ზუგდიდში ამ დროისთვის, "კოვიდ 19"-ის დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი ვირუსის ნიშნებით რამდენიმე პაციენტი ჰყავთ გადაყვანილი. მათ შორისაა 50 წლის ქალი, რომლიც ოკუპირებული ტერიტორიიდან რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით შეიყვანეს. ეს კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა. წინასწარი ინფორმაციით, პაციენტი ჩივილებით პირდაპირ ამბულატორიაში მივიდა, საიდანაც ექიმმა ზუგდიდში გადასვლის რეკომენდაცია მისცა. მას ხველა და ტემპერატურა აღენიშნება. კიდევ ერთი ქალი კორონავირუსის სიმპტომებით, კლინიკაში დღის მეორე ნახევარში მიიყვანეს.

დღის ამბები