30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ზუგდიდში საპოლიციო ძალებთან ერთად ბლოკპოსტებს თავდაცვის სამინისტროს ძალებიც გააკონტროლებენ

სამეგრელოში მეორე დღეა მკაცრი საპოლიციო კონტროლი მოქმედებს, ხვალიდან კი, იქ საპოლიციო კონტროლს თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შეუერთდებიან.

რეგიონში მოსახლეობას ამოწმებენ, სპეციალურად შექმნილი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ მოქალაქეებთან, შემოწმებულია 200-ზე მეტი პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ საპატრულო კონტროლს ხვალიდან თავდაცვის სამინისტროს კონტროლიც დაემატება.

"ქალაქების შესასვლელ-გამოსასვლელების კონტროლი დაწყებულია, პოლიცია დგას, თუმცა დაემატებიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. თერმული სკრინინგიც დაუყოვნებლივ დაემატება,"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება იმაზე მკაცრ სახეს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო.

"მკაცრდება საგანგებო ვითარების პირობებში ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება. მკაცრდება გადაადგილების შესაძლებლობა, ეს არის აუცილებელი, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

დღის ამბები