30 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ - გიორგი გახარია

პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საკარანტინე პირობების ფარგლებში 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში ან, აფთიაქში არ მიდიან.

"აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

დღის ამბები