30 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
მარნეულსა და ბოლნისს ჰუმანიტარული კრიზისი არ ემუქრება

ბოლნისსა და მარნეულს პროდუქტების დეფიციტი არ ემუქრება. ორივე რეგიონის საკვებით მომარაგება მუდმივ რეჟიმში ხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ფასნამატები ადგილობრივი სუპერმარკეტების დამსახურებაა და არა მომწოდებლების. მისივე თქმით, პრობლემა მოგვარებადია და შესაძლოა ამ პროცესში დამატებითი უწყებებიც ჩაერთონ.

"ფასის მატება მომწოდებლების მხრიდან არ არის და ამ განხრით ჯგუფები მუშაობენ, თუ საჭირო გახდება დამატებითი უწყებებიც ჩაერთვებიან, რომ პრობლემა მოგვარდეს," - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღის ამბები