30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
კორონავირუსის ფონზე შექმნილ რთულ ვითარებაში შალვა ნათელაშვილი ოჯახებისთვის 1000 ლარის დარიგებას ითხოვს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ავჭალაში მრავალსულიან ოჯახს ესტუმრა და საკვები პროდუქტები, პირბადეები და სხვა საჭირო ნივთები მიუტანა.

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, თითო ოჯახს 1000 ლარი დაურიგონ, რომ მათ ვირუსის დროს თავის გადარჩენა შეძლონ, ასევე ისინი ითხოვენ გაუქმდეს საბანკო და კომუნალური გადასახადები მოსახლეობისთვის. 

"მსოფლიოში ერთადერთია საქართველოს მთავრობა, რომელმაც საგანგებო რეჟიმში შეყარა საკუთარი ხალხი და მათ ფულადი კომპენსაცია არ მისცა. რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტუაციაში კორონავირუსი მოგკლავს თუ "კორონაბიძინა". ჩვენი დახმარებები სიტუაციას ვერ ცვლის. ამიტომ, სასწრაფოდ გაიცეს 1000 ლარი თითოეულ ოჯახზე და გაუქმდეს საბანკო და კომუნალური გადასახადები მოსახლეობისათვის," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები