30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ ახალი პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღეს.

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, არცერთ ახალ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ახალი კორონავირუსით კლინიკაში ამ ეტაპზე 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობა შედარებით მძიმეა.

"დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ხდება არანაირი ცვლილება. 2 პაციენტი კვლავ აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება.

დანარჩენი პაციენტები კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის დგომარეობა  მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით," - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები