30 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
საფრანგეთი ეპიდაფეთქებას აპრილის პირველ ნახევარში ელოდება

საფრანგეთი ეპიდაფეთქებას აპრილის პირველ ნახევარში ელოდება. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში 37 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 2300-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით ჩინეთს მიმართა. 

"ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რადგან ახლა მხოლოდ ბრძოლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. აპრილის პირველი ორი კვირა ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმესი იქნება. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით სამედიცინო აღჭურვილობისა და დამცავი საშუალებების ნაკლებობა გვექნება. თუმცა, ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით ჩინეთს უკვე მიმართა," - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა. 

დღის ამბები