30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება.

"(COVID-19) გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით – წვეთოვანი გზით, როდესაც ადამიანი ახველებს ან საუბრობს. ეს წვეთები ძალიან მძიმეა იმისთვის, რომ  ჰაერში დარჩეს. ის სწრაფად ეცემა ზედაპირებზე. შეიძლება დაინიფიცირდე, თუ დგახარ ინფიცირებულთან ერთ მეტრში, ან უფრო ახლოს. ეხები დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ ის მიგაქვს პირთან, ან თვალთან," - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხელების ხშირად დაბანა და ხშირი გამოყენების მყარი ზედაპირების დეზინფექცია ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა.

დღის ამბები