30 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების დასახმარებლად საკვები პროდუქტების შეძენა "გუდვილშიც" შესაძლებელია

სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების დასახმარებლად, საკვები პროდუქტების შეძენა უკვე თბილისის ორ სავაჭრო ობიექტზეა შესაძლებელი.

სპეციალური სივრცე "აგროჰაბის" შემდეგ "გუდვილში" გამოიყოფა. მოქალაქეები პროდუქტს იყიდიან, "წითელი ჯვრის" მოხალისეები კი, მას დააფასოებენ და მერიის დახმარებით ადრესატებს გაუგზავნიან. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი დღეს თბილისის მერმა მოინახულა.

"ძალიან ბევრი წერილი და ზარი შემოდიოდა იმის თაობაზე, თუ როგორ დავეხმარებოთ სოციალურად დაუცველებს და ჩვენ ამისათვის ეს სპეციალური პლატფორმა შევქმენით. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თუკი მათი კეთილი ნება იქნება თავიანთ პროდუქტებთან ერთად, სოციალურად დაუცველებისთვისაც შეიძინონ საკვები პროდუქტები," - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძე. 

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს "წითელი ჯვრის" კუთხესთან, შეიძინოს სურსათი და მერე ისევ გადასცეს ჩვენს მოხალისეებს," - აცხადებს საქართველოს "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათია ლოლაძე.



დღის ამბები