30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ბათუმში საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის 1000 კვადრატული მეტრს ფართობის სხვენი დაიწვა - ცეცხლი ბარათაშვილის ქუჩაზე ორ სართულიან სახლს გაუჩნდა.

შენობიდან 10-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე 10 სახანძრო მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

დღის ამბები